ილია ზაბარნიმ უკრაინისა და საქართველოს ნაკრებების მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა. მისი აზრით, შესაძლებელი ყველაფერია, მათ შორის ჩვენს ეროვნულ გუნდთან წაგებაც და C ლიგაში დაქვეითებაც, მაგრამ ეს რომ არ მოხდეს, "ლურჯ-ყვითლებმა" აუცილებლად უნდა მოიგონ.
"რეალისტები უნდა ვიყოთ. შესაძლებელი ყველაფერია - მათ შორის მარცხიც და C დივიზიონში დაქვეითებაც, ეს უნდა გვესმოდეს. ცხადია, არ გვინდა რომ მოხდეს ეს ყველაფერი და ამიტომ, საქართველოსთან აუცილებლად უნდა მოვიგოთ. მეტი უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ აღნიშნულ შეხვედრაში სასურველ შედეგს მივაღწიოთ", - განაცხადა უკრაინელმა უკანახაზელმა.
სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში დაგეგმილი მატჩი ჩვენს ნაკრებსა და "ლურჯ-ყვითლებს" შორის გაიმართება 17 ნოემბერს, ჩვენი დროით 23:45 საათზე. "ზბირნასთან" ვერმოგება "ჯვაროსანთათვის" C ლიგაში დაქვეითების მანიშნებელი იქნება.
















