საქართველო-უნგრეთის მატჩის დასრულების შემდეგ ნიკა გაგნიძემ მედიასთან ისაუბრა.
„ვფიქრობ, საკმაოდ ნორმალური პირველი ტაიმი ჩავატარეთ. მთლიანობაში რთული თამაში გამოვიდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ მოწინააღმდეგეს ჩვენ ვაჯობეთ. გვქონდა ისეთი მომენტები, სადაც შეგვეძლო უკეთ გვეთამაშა, მით უმეტეს, მესამე ზონაში, დამაგვირგვინებელ ზონაში, მაგრამ რაღაც მომენტში კონცენტრაცია დავკარგეთ, მოწინააღმდეგეს მივეცით სწრაფი სტანდარტულის ჩაწოდების საშუალება და ვფიქრობ, ამის გამო დავისაჯეთ.
რთული პერიოდი გვიდგას, თითოეული ჩვენგანი ვაცნობიერებთ ამ ყველაფერს, მაგრამ ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, ისაა, რომ ამ რთული პერიოდიდან თუ ვინმეს გამოსვლა შეუძლია ღირსეულად, ეს ჩვენ ვართ. არამარტო ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი, არამედ მთლიანად ქართველი ერი. ვფიქრობ, რომ თუ ერთად გავაგრძელებთ ყოფნას, ერთმანეთის მხარდამხარ ვიქნებით, ამ რთულ პერიოდს ჩვენ დავძლევთ და ისევ მოვა ის კარგი პერიოდი, ისევ მოვა ის სიხარული, რაც ქართველ ხალხს და თითოეულ ჩვენგანს ენატრება.“
















