უნგრეთთან წაგებული 0:2 მატჩის შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ გააკეთა.
"მეორე ტაიმში უნგრეთმა მოუმატა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ჩვენს კართან ბევრი ხიფათი იქმნებოდა. მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ სტანდარტულ მდგომარეობებში სიმაღლე დაგვებალანსებინა, თუმცა სამწუხაროდ, გოლი უყურადღებობის გამო მაინც მივიღეთ. ყველაფერს მილიმეტრები და კონცეტრაცია წყვეტს. რაც მთავარი მწვრთნელი ვარ, სტანდარტულიდან გოლი პირველად გავუშვით.
ტაქტიკური კუთხით რომ განვიხილოთ, ასეთი კარგი პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებს დიდი ხანია არ ჰქონია. სამწუხაროა, რომ გოლი ვერ გაგვაქვს, უბრალოდ წარმოუდგენელია. ცოტა მომენტი ნამდვილად არ გვაქვს და დღესაც შეგვეძლო გატანა, მაგრამ არ გამოვიდა.
სამწუხაროა, თუმცა ეს არის რეალობა, რომელიც ჩვენვე უნდა გამოვასწოროთ. რა თქმა უნდა, პრობლემა ჩვენშია. რა არის გამოსავალი? - მოგება. მოგება, რაც შეიძლება სწრაფად, რადგან თითქოს რწმენა დავკარგეთ. ამას ემატება რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის დანაკლისიც", - განაცხადა სვანაძემ.











