საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე მორიგი წარუმატებელი მატჩი ჩაატარა და საკუთარ მოედანზე უნგრეთთან 0:2 დამარცხდა.
სამწუხაროდ, აღნიშნულ შეხვედრაში რამაზ სვანაძის გუნდმა რამდენიმე ანტი-რეკორდი დაამყარა.
კერძოდ, ისტორიაში პირველად მოხდა, რომ საქართველოს ნაკრებმა გოლი ზედიზედ 5 ოფიციალურ მატჩში ვერ გაიტანა.
ამასთანავე, ზუსტად ერთი წელი შესრულდა, რაც საქართველოს ნაკრებს ოფიციალურ თამაშში გოლი არ გაუტანია ბოლოს 2025 წლის 18 ნოემბერს ბულგარეთის კარი ავიღეთ და ის თამაშიც წავაგეთ. საქართველოს ნაკრებს უკვე ზედიზედ 9 ოფიციალური მატჩია არ მოუგია.
ამ ყველაფერთან ერთად კი მთლიანი ერთა ლიგის გათამაშებაში საქართველოს ნაკრები ერთადერთია, რომელსაც 5 ტურის შემდეგ გოლი არ აქვს გატანილი.











