მადრიდის რეალისა და ესპანეთის ნაკრების მარცხენა მცველმა მარკ კუკურელიამ თავის თანაგუნდელზე, არდა გიულერზე ისაუბრა.
"ვინ არის მადრიდის რეალის საუკეთესო მოთამაშე? - ალბათ ელოდებით, რომ გეტყვით მბაპეს, კურტუას ან ბელინგემს, თუმცა გეტყვით ფეხბურთელს, რომელიც ყოველთვის შეუმჩნეველი რჩება - არდა გიულერი.
როცა არდა მოედანზეა, რეალი სხვანაირად თამაშობს და ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია."
12 ტურის შემდეგ, რეალის 30 ქულა აქვს და ლა ლიგაში მეორე პოზიციას იკავებს, გიულერის ანგარიშზე კი 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.












