ხორხე ვალდანომ უპასუხა იმ ხალხს, ვინც კრიშტიანუ რონალდუს აკრიტიკებს იმის გამო, რომ ის კარიერის ბოლოს ალ ნასრში გადავიდა. არგენტინელმა ექს-ფორვარდმა მოიყვანა ედსონ არანტეს დო ნასიმენტო პელეს, იოჰან კრუიფისა და დიეგო მარადონას მაგალითები, რომლებიც კარიერის მიწურულს ტოპ ლიგებში ასევე არ თამაშობდნენ.
"რონალდუს გავლენა მსოფლიო ფეხბურთში არის იმდენად დიდი, რომ ვერავინ და ვერაფერი დააკნინებს მას. ამასთან ერთად, ფეხბურთელის კარიერის დასკვნითი ნაწილი მნიშვნელოვანი არაა. გაიხსენეთ წარსულის ლეგენდების უკანასკნელი კლუბები: პელე კოსმოსში, კრუიფი - ლევანტეში, მარადონა...არც მახსოვს.
ამის მიუხედავად, მათ არ დაკარგეს ის დამსახურება, რასაც ფეხბურთში მიაღწიეს. თამაშით უნდა ისიამოვნო ბოლო წვეთამდე - არ აქვს მნიშვნელობა რა იქნება ფინალში, მთავარია ზოგადად რას მიაღწიე", - განაცხადა მადრიდის რეალის ექს-ფორვარდმა.












