საქართველო-უნგრეთის მატჩის დასრულების შემდეგ ლუკა ლოჩოშვილმა მედიასთან ისაუბრა.
"ალბათ, რაღაცას არასწორად ვაკეთებთ. ფაქტია, რომ ასე უკვე დიდი ხანია გრძელდება. ყველამ მეტი უნდა გავაკეთოთ, ჩვენი ბრალია პირველ რიგში, ჩვენი გამოსასწორებელია და ამ სიტუაციას სხვა ვერავინ გამოასწორებს.
ძალიან ძნელია საუბარი, ახლა მით უმეტეს, თამაშის შემდეგ. მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც ისე არ მიდის, როგორც საჭიროა. ყველამ საკუთარი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, უკეთესად უნდა მოვემზადოთ, ყველამ საკუთარ თავში უნდა ჩავიხედოთ და თითის გაშვერა არ უნდა დავიწყოთ. პირველ რიგში, ჩემი თავიდან დაწყებული და ვიღაცით დამთავრებული, ერთიანობაა საჭირო, სხვა არაფერი.
იმედია, მომავალში სხვანაირად იქნება და უფრო შევძლებთ გაერთიანებას, ყველა ერთად, ერთმანეთს გვერდში დავუდგებით და კარგი პერიოდებიც მოვა. მაგრამ პირველ რიგში ყველაფერი სხვანაირად უნდა წავიდეს და ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა."
















