ხვალ გაიმართება ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრა უკრაინისა და საქართველოს ნაკრებებს შორის.
მატჩის წინ კომენტარი უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა მალდერამ გააკეთა.
"საქართველოს ძალიან კარგი ნაკრები ჰყავს, თუმცა მხოლოდ სიტყვები არ არის, ყველაფერი უშუალოდ თამაშში გამოჩნდება.
სამწუხაროდ, ტრავმის გამო რამდენიმე მოთამაშე გამოგვაკლდა, მაგრამ ტრავმირებული მათაც ჰყავთ - გუნდის ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია. ეს ფეხბურთია, ტრავმიანობა მუდმივი პროცესია.
შედეგებით ყველანი გულდაწყვეტილები ვართ, ალბათ, საკმარისს არ ვაკეთებთ, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ. კონცეტრაცია გვაკლია და ეს ზიანს გვაყენებს", - განაცხადა უკრაინელთა თავკაცმა.











