რომელუ ლუკაკუმ სანაკრებო კარიერა დაასრულა. 2010 წელს დაწყებული გზა, რომელიც მოიცავდა 135 მატჩს, 94 გოლსა და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მე-3 ადგილს. აღსანიშნავია, რომ ევროპულ ეროვნულ გუნდთა გოლეადორებს შორის ბელგიელ ფორვარდს უსწრებს მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუ, მიუწვდომელი 146 ბურთით.
ფენერბაჰჩეს თავდამსხმელმა სანაკრებო ასპარეზზე აჯობა ისეთ ლეგენდარულ ფეხბურთელებს, როგორებიც არიან ფერენც პუშკაში, გერდ მიულერი და მიროსლავ კლოზე. მოქმედ მოთამაშეებს შორის კი რობერტ ლევანდოვსკის, ჰარი კეინს, კილიან მბაპესა და სხვებს.
ევროპული ნაკრებების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირები
| კრიშტიანუ რონალდუ | 146 გოლი | პორტუგალია |
| რომელუ ლუკაკუ | 94 გოლი | ბელგია |
| ჰარი კეინი | 93 გოლი | ინგლისი |
| რობერტ ლევანდოვსკი | 92 გოლი | პოლონეთი |
| ფერენც პუშკაში | 84 გოლი | ესპანეთი/უნგრეთი |
| შანდორ კოჩიში | 75 გოლი | უნგრეთი |
| ედინ ჯეკო | 73 გოლი | ბოსნია |
| მიროსლავ კლოზე | 71 გოლი | გერმანია |
| გერდ მიულერი | 68 გოლი | გერმანია |
| რობი კინი | 68 გოლი | ირლანდია |
| კილიან მბაპე | 67 გოლი | საფრანგეთი |
| ერლინგ ჰოლანდი | 66 გოლი | ნორვეგია |











