ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩს საქართველოს ნაკრები სტუმრად, უკრაინის წინააღმდეგ გამართავს.
მატჩის წინ კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ გააკეთა.
ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე
"ფაქტია, საქართველოს ნაკრებში რთული ფსიქოლოგიური მდგომარეობაა და ამის გამოსწორებაზე უნდა ვიმუშაოთ. ყოველი შემდეგი მატჩი არის შანსი, რომ ამის გამოსწორება დავიწყოთ. იმედია, ეს ხვალინდელ მატჩში მოხდება და იმ შედეგს დავაფიქსირებთ, რაც ყველას სურს."
რატომ ვერ ვიტანთ გოლს?
"დამასრულებელ ფაზაში უნდა ვიყოთ უფრო თამამები, გადამწყვეტები და კონკრეტულები. მთელი თამაში აგრესიულები უნდა ვიყოთ და მაქსიმალურად შევინარჩუნოთ კონცეტრაცია."
უკრაინის ნაკრებზე
"ისინიც რთულ პერიოდს განიცდიან, თუმცა მათი ძალა და დონე ძალიან კარგად ვიცით. დიდ პატივს ვცემთ და რთული მატჩი იქნება როგორც მათთვის, ისე ჩვენთვის."
სამომავლო მიზნებზე
"ეს დრო საკმარისი იქნება, რომ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის მოვემზადოთ. ამაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. მარტივი არ არის, მაგრამ მინდა, რომ ყოველ მომდეცნო შეკრებაზე ვნახო ის გუნდი, როგორიც მე მინდა - პროგრესირებადი."











