უკრაინასთან გასამართი მატჩის წინ კომენტარი საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ოთარ კაკაბაძემ გააკეთა.
"წინა მატჩში მეტოქეს პირველ ტაიმში ვჯობდით, თუმცა გოლი ვერ გავიტანეთ, ასეა, ფეხბურთში ხდება ხოლმე. მეორე ნახევარში კონცეტრაცია დავკარგეთ და კუთხურიდან გავუშვით.
ვცდილობთ, ყველაფერი გამოვასწოროთ. ხვალინდელი მატჩი ძალიან ბევრს ნიშნავს. ვიცით, რომ ყველანი მონატრებულები ხართ გამარჯვებას და ვეცდებით, უკრაინასთან მოვიგოთ.
საქართველოს ნაკრების კაპიტნობა დიდი პასუხისმგებლობაა. კვარა დიდი ხანი გამოგვაკლდება და დიდი დანაკლისია როგორც მოედანზე, ის მის გარეთ. არ გვყავს კიტეიშვილიც. მათი შეცვლა ძალიან რთულია, რადგან მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან", - განაცხადა კაკაბაძემ.
მოგეხსენებათ, უკრაინასთან გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები ჯგუფში მესამე ადგილს დაიკავებს და B ლიგაში ადგილს შეინარჩუნებს.











