ანატოლი ტრუბინმა განაცხადა, რომ უკრაინის ნაკრებმა საქართველოს ეროვნული გუნდის დასამარცხებლად ყველაფერი უნდა გააკეთოს. შეგახსენებთ, ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის 5 ტურის შემდეგ, "ლურჯ-ყვითლები" 4 ქულით არიან მე-3 პოზიციაზე, ჩვენი ეროვნული გუნდი კი 2 ქულით ბოლო ადგილს იკავებს.
"ყველაფერი მხოლოდ ჩვენზე არის დამოკიდებული. პირველ რიგში იმის შესახებ უნდა ვიფიქროთ, თუ როგორ მოვახერხებთ გადაწყობას ცუდი შედეგიდან, მიყოლებით 3 წაგების შემდეგ. საქართველოსთან შეხვედრისთვის პირველ რიგში ფსიქოლოგიურად უნდა ვიყოთ მზად. აუცილებლად ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ", - განაცხადა უკრაინელმა გოლკიპერმა.
სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში დაგეგმილი მატჩი ჩვენს ნაკრებსა და "ლურჯ-ყვითლებს" შორის გაიმართება 17 ნოემბერს, ჩვენი დროით 23:45 საათზე. "ზბირნასთან" ვერმოგება "ჯვაროსანთათვის" C ლიგაში დაქვეითების მანიშნებელი იქნება.
















