არმან ცარუკიანის განცხადებით, უსმან ნურმაგომედოვმა ქართველებისა და დაღესტნელების დაპირისპირებაში ანგარიში 1:1 გახადა. ამის გარდა, სომეხი მებრძოლი თვლის, რომ მსოფლიოს მთავარი პრომოუშენი აუცილებლად გაიფორმებს რუსს, რადგან ორგანიზაციას ახალი სახელები სჭირდება.
"კონფლიქტი დასრულებულია. უსმანმა მათ შორის ანგარიში 1:1 გახადა. ექვსთვიანი პატიმრობა? ეს მოსამართლეების გადასაწყვეტია, თუმცა რა თქმა უნდა, უსიამოვნოა, ბიჭი ნახევარ წელს ციხეში გაატარებს. ვფიქრობ, სამართლიანი იქნებოდა მხოლოდ ჯარიმით შემოფარგლულიყვნენ. ამ 6 თვეში დაისვენებს და დაბრუნდება.
პატიმრობის მიუხედავად, UFC-ი გაუფორმებს კონტრაქტს, რადგან ეს ყველაფერი იყო დამატებითი ჰაიპი, თანაც, პრომოუშენს ნურმაგომედოვების გუნდიდან ახალი სახეები სჭირდება. მახაჩევის წასვლის შემდეგ რომ იყოს ისეთი მებრძოლი, რომელიც ქამრისთვის იჩხუბებს", - განაცხადა "ახალქალაქელმა".


















