დასრულდა UFC 334, რომლის მთავარ ბრძოლაში სირილ განმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა ჯოშ ჰოკიტი, რითაც მძიმე წონითი დივიზიონის ქამრის მფლობელი გახდა. ფრანგი მებრძოლი აქამდე ინარჩუნებდა დროებით ქამარს, თეთრ სახლში ალექს პერეირასთან მოგების შემდეგ.
მოგვიანებით, "კარგი ბავშვი" აბსოლუტურ ჩემპიონადაც გამოცხადდა. რაც შეეხება ამერიკელ ქონთენდერს, მან კარიერაში პირველი მარცხი იგემა. ცხადია, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი არის ტომ ასპინალის დაბრუნება, რომლის თვალის ტრავმის გამო მას ქამრის დათმობა მოუწია. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის შეძლებს ინგლისელი მებრძოლი ქამბექს.
















