სუპერლიგის ახალი სეზონი გრძელდება. მაყურებლებმა გასულ დღეებში საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი შეხვედრები იხილეს, რომლებშიც საინტერესო შედეგები დაფიქსირდა.
კსუ-ს საოცარი სვლა გრძელდება - ბექა წივწივაძის გუნდმა მორიგი მატჩი მოიგო და გათამაშებას 12 ქულით ლიდერობს.
თავისი მატჩი მოიგო რუსთავმაც, რომელიც საკუთარ კედლებში ქუთაისს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 90:76 გაიმარჯვა.
წარმატებული დებიუტი ჰქონდა ირაკლი ხოშტარიას, რომლის გაწვრთნილმა ბლექ ფორტრესმა სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა და გასვლაზე მარგვეთი დაამარცხა.
მე-7 ტურის შედეგები:

სატურნირო ცხრილი:

სუპერლიგა სანაკრებო პაუზაზე გავიდა. ჩემპიონატი 4 დეკემბერს კსუ-სა და თელავის მატჩით განახლდება.
ფოტო: საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია.











