სერია ა-ს მიმდინარე სეზონის მთავარი აღმოჩენა ულაპარაკოდ არის ფროზინონე, რომელმაც რამდენიმე რეკორდის დამყარება უკვე მოასწრო. "კანარინი" უკანასკნელ 20 წელში კალჩოს 1-ელი კლუბია, რომელმაც ქვედა ლიგიდან აღზევების შემდეგ უმაღლეს დივიზიონში 10 ტურში გაიტანა 24 ბურთი და მოაგროვა 20 ქულა.
"ჯალაძურიმ" გააუმჯობესა ტურინის იუვენტუსის 2007/2008 წლების სეზონის მიღწევა - ასევე 20 ქულა 10 ტურში, თუმცა 3 გატანილი გოლით ნაკლები. შეგახსენებთ, იმ დროს კალჩოპოლის შედეგად "ბიანკონერი" დააქვეითეს ქვედა დივიზიონში, მაგრამ 1 სეზონის შემდეგ, იტალიის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი უკვე იყო ელიტაში, ზემოაღნიშნული შედეგით.
სტადიო ბენიტო სტირპეს ბინადრებს 21-ე საუკუნეში უსწრებს მხოლოდ კიევო ვერონა, რომელსაც სერია ა-ში აღზევების შემდეგ, 2001/2002 წლების სეზონში 10 ტურში ჰქონდა 23 ქულა და ეკავა 1-ელი პოზიცია, მაგრამ გატანილი ბურთებით გიორგი კვერნაძის გუნდი მაინც წინაა, 24:21. ერთი სიტყვით, მასიმილიანო ალვინის შეგირდები კალჩოს ახალ ისტორიას წერენ.
ბოლოს კი მთავარი - ევროპის ტოპ ხუთი ლიგის მიმდინარე სეზონში ფროზინონე ერთადერთი გუნდია, რომლის შემადგენლობაში მინიმუმ ხუთი შედეგიანი მოქმედებით ხუთი მოთამაშე ირიცხება. ესენი არიან: ანტონიო რაიმონდო (8 ბურთი), რომანო შმიდი (2 ბურთი, 4 ასისტი), ჯაკომო კალო (4 ბურთი, 1 ასისტი), ფარეს გეჯემისი (1 ბურთი, 4 ასისტი) და რა თქმა უნდა, ქართველი ვინგერი (3 ბურთი, 4 ასისტი).






![[VIDEO] სანდრო მამუკელაშვილის კარგი მატჩი და გამარჯვება ყოფილ გუნდთან](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2F46RyBhSzx6lCrxwyMT7sSLkUr4CeUA94.png&w=3840&q=75)






