სერია ა-ს გასულ ტურში ფროსინონეს ლეჩეს დაუპირისპირდა და 5:1 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი კვერნაძე იყო, რომელმაც პენალტი მოიპოვა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.
მატჩის შემდეგ, ფროსინონეს მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალვინიმ ქართველი შემტევის შესახებ ისაუბრა.
"ფეხბურთი შოუა, გართობაა და ყოველთვის ვცდილობ, მატჩებს ისე მივუდგე, რომ სტადიონზე მოსულმა მაყურებელმა სიამოვნება მიიღოს.
გამიმართლა, რომ ისეთ ფეხბურთელთან მიწევს მუშაობა, როგორიც გიორგი კვერნაძეა. მას გამორჩეული თვისებები აქვს, თუმცა კვარაცხელიასგან ერთი რამით განსხვავდება.
კვერნაძე უფრო ფიზიკურად კარგად მომზადებული და ძალასა და სისწრაფეზე ორიენტირებულია, ხვიჩა კი შემოქმედია, რომელიც ბურთს იდეალურად ფლობს", - განაცხადა ფროსინონეს თავკაცმა.
Il solito Kvernadze 🧙♂️ Il solito Raimondo ⚽️ #FrosinoneLecce #SerieAEnilive https://t.co/2TPO3CulzN
— Lega Serie A (@SerieA) October 30, 2026











