ერიკ ტენ ჰაგმა ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, არცერთი ფეხბურთელი არ უნდა იდგეს ნაკრებსა და კლუბზე მაღლა. ნიდერლანდელმა თავკაცმა ამ მხრივ გაავლო პარალელი არგენტინელ და პორტუგალიელ ვარსკვლავებს შორის.
"არცერთი ფეხბურთელი არ უნდა იდგეს ნაკრებსა და კლუბზე მაღლა, მათ შორის არც მესი და რონალდუ. დიახ, უნდა დავაფასოთ ვარსკვლავები, მაგრამ გუნდის ინტერესები მათაც უნდა გაითვალისწინონ. თუ ვინმე არ აკეთებს აღნიშნულს, წარმატების მიღწევა არ გამოვა. ეს ყველგან უმთავრესია.
განსხვავება ლიონელსა და კრიშტიანუს შორის? ერთმა შეძლო ნაკრების გაერთიანება, რაც მსოფლიო ჩემპიონობით დასრულდა. ამ ყველაფერში არგენტინელმა ფლეიმეიქერმა ძალიან დიდი შრომა ჩადო. დიახ, ეროვნული გუნდის სხვა წევრები გაერთიანდნენ მის გარშემო, მაგრამ ნაკრებისთვის ბევრი მანაც გაიღო", - განაცხადა მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა თავკაცმა.












