მილანში ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის მზადებას უკვე შეუდგნენ. როგორც იტალიურ პრესაში იწერება, კლუბის მფლობელი, ჯერი კარდინალე, იანვარშიც გეგმავს სოლიდური თანხის დახარჯვას, რაც იმას ნიშნავს, რომ "როსონერის" წინ საკმაოდ დატვირთული სატრანსფერო ფანჯარა ელოდება.
რაც შეეხება მილანის გეგმებს, როსონერი ახალ ცენტრალურ მცველს 100% დაიმატებს. ეს უკვე დადასტურებულია და კლუბი ამაზე რამდენიმე კვირაა მუშაობს. სიაში რამდენიმე ფეხბურთელია, მათ შორის გონსალუ ინასიუ (სპორტინგი), თუმცა, თუ კლუბთან დაახლოებულ წყაროებს დავუჯერებთ, მოსალოდნელია, რომ მილანი სხვა მცველების დამატებასაც განიხილავს.
რაც შეეხება სხვა პოზიციებს, აქ უკვე ყველაფერი რუბენ ამორიმზე იქნება დამოკიდებული. თუ პორტუგალიელმა სხვა პოზიციების გაძლიერებაც მოითხოვა, კარდინალე მზადაა, მისი სურვილი შეასრულოს და ახალი ფეხბურთელები დაიმატოს. როგორც იწერება, ამორიმი შეტევაში კიდევ ერთი ფეხბურთელის დამატებას განიხილავს, რაც იმას ნიშნავს, რომ "როსონერი" ახალი ათიანის/ფორვარდის ყიდვას შეეცდება.

ამ პოზიციაზე მილანის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ენდრიკია, თუმცა აქ ყველაფერი რეალ მადრიდზე იქნება დამოკიდებული, რადგან ამ დრომდე უცნობია, ჟოზე მოურინიო ბრაზილიელს იანვარში შეელევა თუ არა. შეტევაში განიხილება ნიკოლო ტრესოლდის ვარიანტიც, რომელიც ბრიუგეს ღირსებას იცავს, თუმცა სანდო წყაროები ამ ინფორმაციას ჯერ ბოლომდე არ ადასტურებენ.
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, მილანის პოტენციურ სამიზნეებზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.
















