გავლენიანი ესპანური გამოცემები საინტერესო ინფორმაციას ავრცელებენ — როგორც ცნობილი ხდება, ალეხანდრო ბალდე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ბარსელონას დატოვებას გეგმავს. ესპანელი ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ მეტ სათამაშო დროს იმსახურებს, თუმცა ფაქტია, რომ 23 წლის განაპირა მცველი ჰანსი ფლიკის გეგმებში არ შედის.

შეგახსენებთ, ბალდე ბარსელონას დატოვებას ზაფხულშიც განიხილავდა, თუმცა მაშინ ესპანელი გუნდში დარჩა. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად კი სიტუაცია უცვლელია, ახალგაზრდა ფეხბურთელი კვლავ ღრმა როტაციის წევრია და თამაში თითქმის არ უწევს.
რაც შეეხება ბალდეს სატრანსფერო ფასს, ბარსელონა ესპანელ მცველს დაახლოებით €35-40 მილიონად აფასებს. ამ მომენტისთვის დაინტერესებული კლუბების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, ბალდეს თაობაზე უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი.
















![[VIDEO] სანდრო მამუკელაშვილის კარგი მატჩი და გამარჯვება ყოფილ გუნდთან](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2F46RyBhSzx6lCrxwyMT7sSLkUr4CeUA94.png&w=3840&q=75)