დღეს დილით NBA-ში კიდევ რამდენიმე მატჩი გაიმართა, სადაც საინტერესო შედეგები დაფიქსირდა.
მორიგი შეხვედრა ჩაატარა ლოს ანჯელეს ლეიკერსმა, რომელმაც საკუთარ კედლებში ტორონტო რეპტორსს უმასპინძლა. მაყურებლებმა საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი დაპირისპირება იხილეს, რომელშიც გამარჯვება მასპინძელ გუნდა დარჩა, 131:125.
მატჩში მონაწილეობა მიიღო სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც პარკეტზე 23:31 წუთი გაატარა. ქართველმა ამ დროში 11 ქულა ჩააგდო, რასაც 1 მოხსნა და 1 პასიც დაუმატა.
მატჩის მიმოხილვა
ლეიკერსი მომდევნო შეხვედრას მაიამი ჰიტთან ჩაატარებს. აღნიშნული დაპირისპირება 3 ნოემბერს, თბილისის დროით 07:00 საათზე დაიწყება.
![[VIDEO] სანდრო მამუკელაშვილის კარგი მატჩი და გამარჯვება ყოფილ გუნდთან](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2F46RyBhSzx6lCrxwyMT7sSLkUr4CeUA94.png&w=3840&q=75)











