აბუ დაბიში გამართულ RAF-ის ივენთზე საბა ლაზიშვილმა იურაია ფეიბერი დაამარცხა. ეს იყო ახალგაზრდა მოჭიდავის პირველი გამოჩენა კომბატ სპორტის დიდ სცენაზე, მაშინ, როცა მისი ამერიკელი მოწინააღმდეგე არის UFC-ის დიდების დარბაზის წევრი და არაერთი რეკორდის მფლობელი.
აქვე დავამატებთ იმასაც, რომ ქართველი მოჭიდავე ქარდზე ჩასვეს ივენთის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, უმარ ნურმაგომედოვის ნაცვლად, ვინც მისი გუნდის სხვა წევრებთან ერთად დააკავეს. როგორც ვხედავთ, 21 წლის მოჭიდავეს იდეალური დებიუტი გამოუვიდა.
🚨 SABA LAZISHVILI JUST BEAT URIJAH FABER IN HIS RAF DEBUT WHAT A COMEBACK, ON JUST 1-DAY NOTICE (via @RAFWrestlingUSA) https://t.co/iOjqpwLn2c
— Championship Rounds (@ChampRDS) November 14, 2026












