მოგეხსენებათ, 2026 წლის საუკეთესო ფეხბურთელი და ოქროს ბურთის მფლობელი მიუნხენის ბაიერნის თავდამსხმელი ჰარი კეინი გახდა.
ფრანგულმა გამოცემა Upside-მა გამოავლინა Polymarket-ის 12 ანგარიში,რომლებმაც დაჯილდოების ცერემონიამდე შედეგზე ჯამში 264 000 დოლარზე მეტი (დაახლოებით 197 000 ფუნტი) დადეს.
ანგარიშების მფლობელებმა ფსონები სხვადასხვა შესაძლო შედეგზე კი არ გაანაწილეს, არამედ ერთ კონკრეტულ სცენარზე გააკეთეს აქცენტი -იწინასწარმეტყველეს საუკეთესო ხუთეული: პირველ ადგილზე ჰარი კეინი, მეორეზე კილიან მბაპე, მესამეზე ლამინ იამალი, მეოთხეზე როდრი და მეხუთეზე ლიონელ მესი.
ხუთივე პოზიცია ოფიციალურ შედეგს ზუსტად დაემთხვა, რამაც მათ თითქმის 200 000 დოლარის (149 000 ფუნტის) მოგება მოუტანა. ამის შესახებ ინგლისურენოვან მედიაში პირველად The Guardian-მა დაწერა.
შესაბამისად, ანგარიშების აქტივობამ მაშინვე გააჩინა ეჭვები. თორმეტივე ანგარიში 1-დან 20 ოქტომბრამდე პერიოდში შეიქმნა. მათგან შვიდს მანამდე არცერთ სხვა ბაზარზე ფსონი არ ჰქონდა განთავსებული, ხოლო ექვსმა რეგისტრაციიდან პირველი 15 წუთის განმავლობაში დადო ფსონი.
გამოძიების შედეგები France Football-ს გადაეცა, რომელმაც დაადასტურა, რომ საკითხზე გამოძიება დაიწყო.
ეჭვები საკმაოდ სერიოზულია: ორგანიზატორები დაჯილდოებამდე აცხადებდნენ, რომ გამარჯვებულის ვინაობა მხოლოდ ადამიანების ძალიან ვიწრო წრისთვის იყო ცნობილი და კენჭისყრის შედეგები მკაცრად გასაიდუმლოებული რჩებოდა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოქროს ბურთისშედეგების საიდუმლოება დაირღვა. 2024 წელს როდრის გამარჯვება ვინისიუს ჟუნიორთან,ცერემონიამდე გაჟონა, რასაც რეალ მადრიდისმხრიდან ღონისძიების ბოიკოტი მოჰყვა. სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ ორგანიზატორებმა უსაფრთხოების პროცედურები გაამკაცრეს.












