საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ორ მატჩს გამართავს. 14 ნოემბერს უნგრეთის, ხოლო 17 ნოემბერს უკრაინის წინააღმდეგ ვითამაშებთ.
ინდივიდუალური პროგრამით აგრძელებენ მზადებას გიორგი ქოჩორაშვილი და საბა გოგლიჩიძე, რომლებიც საერთო ჯგუფს 12 ნოემბრიდან შეუერთდებიან. ვირუსის გამო არ უვარჯიშიათ სანდრო ალთუნაშვილს და გიორგი მიქაუტაძეს.
უნგრეთთან და უკრაინასთან გასამართი მატჩებისთვის მოსამზადებელი პროცესისა და მოახლოებული შეხვედრების მნიშვნელობის შესახებ კომენტარი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, ანზორ მექვაბიშვილმა გააკეთა.
ანზორ მექვაბიშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): "ორ რთულ თამაშს ველოდებით. დანაკლისი რა თქმა უნდა დიდია, თუმცა ეს იქნება შანსი იმ ფეხბურთელებისთვის, რომლებიც თამაშში მონაწილეობას მიიღებენ. ერთა ლიგა კარგად ვერ დავიწყეთ და პირველ ადგილზე გასვლას ვეღარ შევძლებთ, თუმცა მოახლოებულ მატჩებში წარმატების მიღწევა მნიშვენლოვანია ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის წინ.
ამ შეკრებაზე მოსამზადებლად შედარებით მეტი დრო გვაქვს. ვმუშაობთ იმ დეტალებზე, რომლებიც გასაუმჯობესებელია და რომლებიც განვლილ შეხვედრებში ისე ვერ გამოვიდა, როგორც გვინდოდა. რა თქმა უნდა, ველოდებით გულშემატკივარს და იმედი გვაქვს, მათთან ერთად წარმატებას მივაღწევთ".












