RAF-ში ჭიდაობის წინ, მერაბ დვალიშვილი სასტუმროში იღებდა პრომო ვიდეოს, რა დროსაც მას უკნიდან უსმან ნურმაგომედოვის გუნდი თავს დაესხა და ზიანი მიაყენა.
ამ ფაქტს საქართველოს ნაკრებისა და პსჟ-ს ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია სოციალური ქსელით გამოეხმაურა.
"მერაბ, საბა! მადლობა და თქვენს გვერდით ვართ! კიდევ ერთხელ აჩვენეთ მსოფლიოს რას ნიშნავს იყო ქართველი, კაცი და ადამიანი. განსხვავებით იმათგან, ვინც ლაჩრულად, უკნიდან მოპარვითა და უთანასწოროდ შეეცადენ თქვენს დაჩაგვრას.
კაცები ასე არ იქცევიან და რა თქმა უნდა, ეს არ გამოუვიდათ და ქართველებთან არც არასდროს გამოუვათ!", - წერს კვარაცხელია სოციალურ ქსელში.












