ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა ტიერი ანრიმ პსჟ-ს თავკაცზე ლუის ენრიკეზე ისაუბრა და პეპ გვარდიოლას შეადარა.
„ლუის ენრიკე მწვრთნელია, რომლის მიმართაც უდიდესი პატივისცემა და აღფრთოვანება მაქვს. ის არაჩვეულებრივია, თუმცა მინიმუმ ექვსი თვე მაინც დასჭირდა ყველას იმის გასააზრებლად, თუ რას აკეთებდა.
მახსოვს ერთი მატჩი, როდესაც ისინი არსენალთან სათამაშოდ ჩავიდნენ და 2:0 დამარცხდნენ. ყველა ამბობდა: "ლუის ენრიკე ვერ ამართლებს...“ მე კი ვამბობდი: „აცადეთ! მიეცით ამ ადამიანს მუშაობის საშუალება, ის რაღაცას ქმნის“.
მისი მიზანია, გუნდს ტაქტიკური უპირატესობები შეუქმნას, შემდეგ კი ფეხბურთელებმა ეს ყველაფერი მოედანზე მარტივად და ეფექტურად შეასრულონ.
ბევრი მწვრთნელი მყოლია, მაგრამ ბარსელონამ ჩემი სათამაშო აზროვნება შეცვალა... გვარდიოლამ და ენრიკემ. რატომ აქვთ მათ ერთნაირი მიდგომა და აზროვნება? იმიტომ, რომ მათ ერთი და იგივე საფეხბურთო ლოგიკა აქვთ“, - განაცხადა ანრიმ.












