საქართველოს ძიუდოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შერეული გუნდური ასპარეზობის ფინალშია.
ნახევარფინალში საქართველომ საფრანგეთს 4-3 სძლია.
ლუკა მაისურაძემ ალექსა მიტროვიჩს მოუგო, ირაკლი დემეტრაშვილმა იან რიგოს, ეთერი ლიპარტელიანმა კიასტრიდ გნეტოს სძლია.
ოქროს ქულა ლაშა შავდათუაშვილმა მაქსიმ გობერთან მოიპოვა.
სქართველომ სოფიო სომხიშვილის ტრავმის გამო, საფრანგეთთან ასპარეზობა 0:1-დან დაიწყო.
ფინალში საქართველოს ნაკრები რუსეთს დაუპირისპირდება. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.











![[VIDEO] სანდრო მამუკელაშვილის სოლიდური პერფორმანსი და ლეიკერსის მორიგი გამარჯვება](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2F6LfHIWEhnVrUQs5joWopUYtvezWKb1GJ.png&w=3840&q=75)





