გიორგი მიქაუტაძე კარიერაში ახალი ნაბიჯის გადასადგმელად მზად არის. 26 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ბოლო ინტერვიუში საკუთარ ამბიციებზე ისაუბრა და ბარსელონას ინტერესიც შეაფასა.
"მინდა, ყველა მატჩში ვითამაშო, ძირითად შემადგენლობაში ვიყო და დავამტკიცო, რომ მაღალი დონის თავდამსხმელი ვარ. როდესაც ეს არ ხდება ან მწვრთნელი თამაშიდან ნაადრევად შემცვლის, იმედგაცრუებული ვრჩები, თუმცა ვაგრძელებ მუშაობას და ვარჯიშებზე მაქსიმუმს ვაკეთებ.
ფეხბურთის თამაში სწორედ დიდი მიზნებისთვის დავიწყე. მინდა, უფრო მაღალ დონეზე ვითამაშო და ტიტულები მოვიგო. 26 წლის ვარ და ვფიქრობ, მზად ვარ, დიდ კლუბში გადავიდე. ამისთვის ყველაფერი მაქვს და ყოველ მატჩში ვცდილობ, ეს დავამტკიცო. შესაძლოა, უბრალოდ, ცოტა მეტი დრო მჭირდება.
ბარსელონა? მათი მხრიდან ინტერესიც სასიამოვნოა და დამატებით მოტივაციას მაძლევს. ეს იმასაც ნიშნავს, რომ ჩემს საქმეს კარგად ვაკეთებ. ბავშვობიდან ბარსელონას გულშემატკივარი ვიყავი, ჯერ კიდევ ჩავი-ინიესტა-ბუსკეტსის ეპოქიდან და MSN-ის დროიდან. თუმცა ამ ინტერესისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია“.















