საქართველოს ნაკრებისა და ვილიარეალის ფორვარდმა ჟორჟ მიქაუტაძემ ოქროს ბურთის შესახებ ისაუბრა და კვარაცხელიას პოზიციას გამოეხმაურა.
მოგეხსენებათ, კვარამ ოქროს ბურთის გამოკითხვაში მე-6 ადგილი დაიკავა, გამარჯვებული კი ჰარი კეინი გახდა.
"ვფიქრობ, ხვიჩა კვარაცხელიას პოზიცია ოქროს ბურთის გამოკითხვაში, უსამართლობაა და უფრო მეტს იმსახურებდა. მინიმუმ ხუთეულში მოხვედრას მაინც. გავიხსენოთ მისი თამაშები ჩემპიონთა ლიგაზე.
ფლეი-ოფებში მან ყველა გადამწყვეტ მატჩში მაღალი დონის ფეხბურთი აჩვენა და გუნდს ულიდერა. ხვიჩა ჩემთვის შთაგონების წყაროა", - განაცხადა მიქაუტაძემ.
შეგახსენებთ, რომ ჟორჟის ვილიარეალი ჩემპიონთა ლიგის ფაზაში კვარას პსჟ-ს დაუპირისპირდება, თუმცა ხვიჩა ამ მატჩს ტრავმის გამო გამოტოვებს.











