თურქეთის ქალაქ სტამბოლში უსინათლოთა ძალოსნობაში, წოლჭიმსა და სამჭიდში მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართა. საქართველოს უსინათლო ძალოსანთა ნაკრებმა ასპარეზობისას ცხრა - სამი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ხუთი ბრინჯაოს - მედალი მოიპოვა.
მირიან ოგნაძემ (+125 კგ) წოლჭიმში დაძლეული 216 კილოგრამით მსოფლიოს რეკორდი დაამყარა და ჩემპიონობა იზეიმა, სამჭიდის ჯამში აწეული 711 კგ-ით კი მეორე ოქროს მედალი დაიმსახურა. გიორგი ბასილაშვილი (-75 კგ) წოლჭიმში ვიცე-ჩემპიონი გახდა, სამჭიდის ჯამში კი ჩემპიონობა იზეიმა. გიორგი მაისურაძემ (+125 კგ) წოლჭიმსა და სამჭიდის ჯამში ბრინჯაოს მედლები მოიპოვა, ასევე ბრინჯაოს მედლების პრიზიორი გახდა გიორგი გიგაური (-56 კგ) წოლჭიმსა და სამჭიდის ჯამში, ზაზა მარტიაშვილმა (-125კგ) კი წოლჭიმში მოიპოვა ბრინჯაოს მედალი.
უსინათლოთა ძალოსნობაში, წოლჭიმსა და სამჭიდში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატში 11 ქვეყნის ასამდე პარაძალოსანი მონაწილეობდა.











![[VIDEO] სანდრო მამუკელაშვილის სოლიდური პერფორმანსი და ლეიკერსის მორიგი გამარჯვება](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2F6LfHIWEhnVrUQs5joWopUYtvezWKb1GJ.png&w=3840&q=75)





