შაბათ - კვირის მთავარი მოვლენა: ბარსელონას სტუმრობა მადრიდში, ატლეტიკოსთან. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ ამ მატჩისგან.
ატლეტიკო VS ბარსელონა | 8 ნოემბერი, 23:55
ლა ლიგის მე-12 ტურის წინ, ბარსელონას უახლოესი მდევარი არის სწორედ ატლეტიკო, რომელიც პირველადგილოსანს 2 ქულით ჩამორჩება. როგორც ვხედავთ, მადრიდელთა მოგების შემთხვევაში პრიმერა დივიზიონში ლიდერი შეიცვლება. ცხადია, აღნიშნული რამ არც ისე მარტივია, ოპონენტები ხომ კატალონიელები არიან.
ერთადერთი გუნდი, რომელმაც ლა ლიგის მიმდინარე სეზონში "ბლაუგრანას" დააკარგვინა ქულები, რეალია. ის, რაც ვერ მოახერხეს პრიმერა დივიზიონის ლიდერმა კამპ ნოუს მკვიდრებმა შეძლო "როხიბლანკოსმა" და მეზობელ "სამეფო კლუბს" მოუგო. ამის მიუხედავად, სეზონის სტარტზე დიეგო სიმეონეს შეგირდებს ჰქონდათ ჩავარდნა, ბილბაოს ატლეტიკსა და ვილიარეალთან.
იმის მერე, მეტროპოლიტანოს ბინადრებმა იმარჯვეს ზედიზედ შვიდ მატჩში და როგორც აღვნიშნეთ, "ბლანკოსსთანაც". რაც შეეხება დანაკლისს, ჰანსი ფლიკის განკარგულებაში არ იქნებიან როდრი ერნანდესი, დანი ოლმო, ჟიულ კუნდე და ჩავი ესპარტი, ატლეტიკოს მხრიდან კი მხოლოდ კრისტიან რომერო ვერ ითამაშებს.
დღევანდელ მატჩში ყურადღების ცენტრში იქნება ხულიან ალვარესი, ვინც მთელი გასული ზაფხულის განმავლობაში ცდილობდა ბარსელონაში გადასვლას. კატალონიელები არ იშურებდნენ თანხას, არგენტინელი ფორვარდი კი წასვლის სურვილს აფიქსირებდა ღიად, მაგრამ მადრიდელებმა აღნიშნული გარიგება დაბლოკეს.
ამ ყველაფერმა გამოიწვია "როხიბლანკოსის" გულშემატკივრების უარყოფითი განწყობა თავიანთი გუნდის თავდამსხმელის მიმართ, რის შედეგადაც მას სეზონის სტარტი ჩაუვარდა. რამდენიმე კვირის წინ, სიმეონემ განაცხადა, რომ ის ცუდი, რაც სუფევდა 26 წლის ფორვარდსა და ქომაგებს შორის, წარსულში დარჩა.
ასევე საბოლოოდ წარსულში დარჩა "ლა არანიას" ფიქრები "ბლაუგრანაში" ტრანსფერის თაობაზე. შერიგების საბოლოო და ყველაზე კარგი საშუალება იქნებოდა მეტროპოლიტანოს მკვიდრთა მე-19 ნომრის გოლი კამპ ნოუს ბინადართა კარში და აღნიშნვაც. ვნახოთ, ექნება თუ არა ამის გამბედაობა ალვარესს.
ეს იქნება ამ გუნდების რიგით 254-ე მატჩი და რაც შეეხება წინა დაპირისპირებებს, 116-ჯერ იმარჯვა ბარსელონამ, 80-ჯერ - ატლეტიკომ, 57 თამაში ფრედ დასრულდა. უკანასკნელ 9 შეხვედრაში კატალონიელებმა მადრიდელებთან მოგება 6-ჯერ შეძლეს. ალბათ მარადიულად ხელშეუხებელი დარჩება ლეო მესის მიღწევა, რაც "როხიბლანკოსის" კარის 32-ჯერ აღებას გულისხმობს.
შაბათის მატჩის დღე
| კილი - ბილეფელდი | 16:00 | ბუნდესლიგა 2 |
| მალაგა - რასინგი | 17:00 | ლა ლიგა |
| კალიარი - ფროზინონე | 18:00 | სერია ა |
| მაინცი - ბაიერნი | 18:30 | ბუნდესლიგა |
| არსენალი - ჰალი | 19:00 | პრემიერ ლიგა |
| კადისი - ოვიედო | 19:15 | ლა ლიგა 2 |
| ნოტინგემი - მანჩესტერ სიტი | 21:30 | პრემიერ ლიგა |
| სენტ ეტიენი - ლავალი | 23:00 | ლიგა 2 |
| რომა - სასუოლო | 23:45 | სერია ა |
| ვალენსია - რეალი | 23:55 | ლა ლიგა |
| პსჟ - ტრუა | 23:55 | ლიგა 1 |
| სოლტ ლეიკი - გალაქსი | 04:00 | MLS |
კვირის მატჩის დღე
| ლაციო - ნაპოლი | 15:30 | სერია ა |
| ჰაიდენჰაიმი - ჰანოვერი | 16:30 | ბუნდესლიგა 2 |
| ჯენოა - მილანი | 18:00 | სერია ა |
| კრისტალ პალასი - ლივერპული | 18:00 | პრემიერ ლიგა |
| სანდერლენდი - ჩელსი | 18:00 | პრემიერ ლიგა |
| მონცა - ატალანტა | 18:00 | სერია ა |
| კიოლნი - ლევერკუზენი | 18:30 | ბუნდესლიგა |
| სოსიედადი - რაიო ვალეკანო | 19:15 | ლა ლიგა |
| შტურმი - ზალცბურგი | 20:00 | ბუნდესლიგა ავსტრია |
| მანჩესტერ იუნაიტედი - ასტონ ვილა | 20:30 | პრემიერ ლიგა |
| ინტერი - კომო | 21:00 | სერია ა |
| ვილიარეალი - ხეტაფე | 21:30 | ლა ლიგა |
| ფიორენტინა - იუვენტუსი | 23:45 | სერია ა |
| ატლეტიკო - ბარსელონა | 23:55 | ლა ლიგა |











![[VIDEO] სანდრო მამუკელაშვილის სოლიდური პერფორმანსი და ლეიკერსის მორიგი გამარჯვება](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2F6LfHIWEhnVrUQs5joWopUYtvezWKb1GJ.png&w=3840&q=75)
