დაკარში მიმდინარე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე, დღეს ნოემბერს, დაჩი მესხიშვილმა და ანასტასია მიქელაშვილმა 50 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზეს.
დაჩი მესხიშვილმა დისტანცია 24.87 წამში დაფარა და მეოთხე საკვალიფიკაციო გაცურვაში მეოთხე ადგილი დაიკავა. საერთო შედეგებით, ქართველი მოცურავე 55 მონაწილეს შორის 23-ე ადგილზე გავიდა.
ანასტასია მიქელაშვილმა 28.70 წამი დააფიქსირა და მეექვსე საკვალიფიკაციო გაცურვაში მეშვიდე იყო. ცხრა გაცურვის საერთო შედეგებით, მან 68 მონაწილეს შორის 38-ე ადგილი დაიკავა.
ვაჟებში საკვალიფიკაციო ეტაპის საუკეთესო შედეგი ჩეხმა ზდენეკ პროხაზკამ აჩვენა - 22.65 წამი, გოგონებში კი ყველაზე სწრაფი ახალზელანდიელი ალისა ლოუსონი იყო - 25.92 წამი.
ფინალში თითოეულ დისციპლინაში რვა საუკეთესო შედეგის მქონე მოცურავე გადის. ქართველმა სპორტსმენებმა ამ დისტანციაზე გამოსვლა საკვალიფიკაციო ეტაპზე დაასრულეს.

















