ინგლისურ პრესაში აქტიურად იწერება მაიკლ კერიკისა და ბრუნო ფერნანდეშის კონფლიქტის შესახებ. შეგახსენებთ, რომ ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ, რაც კომოსთან განადგურების მერე პორტუგალიელმა ფლეიმეიქერმა ინგლისელი თავკაცის ტაქტიკა გააკრიტიკა. ამის პასუხად, მანჩესტერ იუნაიტედის დამრიგებელმა თავისი გუნდის კაპიტანი სათადარიგოთა სკამზე დატოვა.
"წითელი ეშმაკების" რვიანი მწვავედ გააკრიტიკეს როგორც გუნდის ვეტერანებმა, ისე გულშემატკივრებმაც. იყო საუბრები კაპიტნის სამკლაურის ჩამორთმევაზეც კი. აღნიშნულ საკითხზე ღიად ისაუბრა თავად 32 წლის ფლეიმეიქერმა, რომელმაც ამჯერად კერიკის მხარე დაიჭირა.
"კერიკმა ჩათვალა, რომ არ ვიყავი ოპტიმალურ ფორმაში და დამტოვა სათადარიგოთა სკამზე - ეს სამართლიანია. სასჯელი ჩემი სიტყვების გამო? ესეც დამსახურებული იყო. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მაიკლი და მე მისი მჯერა, ისევე როგორც სხვა ყველას მანჩესტერ იუნაიტედში", - განაცხადა ბრუნომ.











