პოლ სქოულზმა მწვავედ გააკრიტიკა ბრუნო ფერნანდეში, მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა მაიკლ კერიკის ტაქტიკის თაობაზე უკმაყოფილება ღიად გამოხატა. ინგლისელმა ექს-ფლეიმეიქერმა პორტუგალიელ კაპიტანს მანჩესტერ იუნაიტედის დატოვება და საუდის არაბეთში გადასვლა ურჩია.
"ის, რაც ბრუნომ განაცხადა უბრალოდ უპატიებელი არის. შეუძლებელია, რომ ამ ყველაფრის მერე ის კაპიტანი კვლავ იყოს. არა მხოლოდ მან იუნაიტედში, არამედ სხვა ნებისმიერ კლუბშიც. ფერნანდეშმა უნდა დატოვოს ჩვენი გუნდი და საერთოდაც, ევროპული ფეხბურთიდან წავიდეს.
ასეთ ფეხბურთელს აქვს კარიერის გაგრძელების მხოლოდ ერთი ვარიანტი - საუდის არაბეთი. არ მგონია, რომ პორტუგალიელ ნახევარმცველს ევროპაში რომელიმე კლუბი ან დამრიგებელი ენდოს. მანჩესტერის კაპიტანმა ზღვარი გადაკვეთა", - განაცხადა ინგლისის ეროვნული გუნდის ექს-ფლეიმეიქერმა.
შეგახსენებთ, რომ "წითელი ეშმაკების" რვიანმა ინგლისელი მწვრთნელი ჩემპიონთა ლიგაზე კომოსთან განადგურების შემდეგ გააკრიტიკა. მან აღნიშნა, ოლდ ტრაფორდის მკვიდრთა თავკაცის არასწორ ტაქტიკას მოჰყვა პასიურობა, რომლითაც ისარგებლა "ბიანკობლუმ" და სტუმრებს ყველა კომპონენტში აჯობა.











