ტონი კროოსმა მიულოცა ჰარი კეინს ოქროს ბურთის მოგება, თუმცა ლეგენდარულმა ნახევარმცველმა ასევე აღნიშნა, რომ პირადად ის ჯილდოს ხვიჩა კვარაცხელიას მისცემდა. შეგახსენებთ, ბალონ დ'ორის საბოლოო სიაში ახალგაზრდა ვინგერმა მე-6 პოზიცია დაიკავა.
"ვფიქრობ, კეინმა ოქროს ბურთი დაიმსახურა. ის ერთადერთი ფეხბურთელია, ვისაც საკუთარი თავის გარშემო პიარ კამპანია არ წამოუწყია. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ჰარიმ ბალონ დ'ორი დაუმსახურებლად მოიგო. მომეწონა ისიც, თუ როგორ შეხვდა მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე დაჯილდოებას.
ვულოცავ ინგლისელ თავდამსხმელს გამარჯვებას, თუმცა ოქროს ბურთი მაინც რჩება სპეციფიურ მოვლენად და მსოფლიო ჩემპიონატის წელს ყველაფერი კიდევ უფრო ჩახლართული ხდება. უცნაურია ისიც, რომ 5-ეულში მყოფი მოთამაშეებიდან ყველა შესაძლო ტიტული არცერთ მათგანს არ მოუგია.
მხოლოდ საკლუბო სეზონით თუ ვიმსჯელებთ, ჩემთვის ყველაზე საინტერესო ვარიანტი კვარაცხელიას გამარჯვება იქნებოდა. პარი სენ-ჟერმენი იყო საუკეთესო კლუბი, მისი საუკეთესო მოთამაშე კი ხვიჩა", - განაცხადა გერმანელმა ექს-ფლეიმეიქერმა.











