ოფიციალურად: ხვიჩა კვარაცხელიას მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგის ტრავმის შემდეგ ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა. ქართველ ფეხბურთელს ოპერაცია ყატარის დედაქალაქ დოჰაში, ASPETAR-ის სამედიცინო ცენტრში გაუკეთდა.
ოპერაციის შემდეგ კვარაცხელია რეაბილიტაციის პროცესს დაიწყებს. როგორც ფრანგული პრესა იუწყება, 25 წლის ფეხბურთელი მოედანზე დაბრუნებას 2027 წლის ზაფხულში შეძლებს.
Point médical concernant Khvicha Kvaratskhelia. 🗞️ : https://t.co/84AcRUpNgg @Aspetar https://t.co/ji9OrnLXJa
— Paris Saint-Germain (@PSG_inside) October 27, 2026











