2026 წლის ოქროს ბურთი ჰარი კეინს გადაეცა. უკვე დიდი ხანია, რაც გამარჯვებულებს შორის ჭარბობენ ფეხბურთელები პრემიერ ლიგიდან და პრიმერა დივიზიონიდან, მაგრამ არა გერმანიის ჩემპიონატიდან. ინგლისელ ფორვარდამდე, უკანასკნელი ასეთი მოთამაშე იყო მატიას ზამერი, რომელმაც 96-ში ბალონ დ'ორი დორტმუნდის ბორუსიას შემადგენლობაში მოიგო.
საინტერესოა ისიც, რომ გერმანელმა მცველმა რონალდო ნაზარიოს პირველი ადგილისთვის ბრძოლაში სულ რაღაც ერთი ხმით აჯობა. რაც შეეხება მიუნხენის ბაიერნში მოთამაშე უკანასკნელ ფეხბურთელს, რომელმაც მოიგო ბალონ დ'ორი...როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, 1981-ში, კარლ-ჰაინც რუმენიგეს შემდეგ, ეს არავის გაუკეთებია.
დიახ, "რეკორდმაისტერი" 45 წლის განმავლობაში რჩებოდა ოქროს ბურთის მფლობელი ფეხბურთელის გარეშე. სამეულში ყოფილან იურგენ კლინსმანი, ოლივერ კანი, ფრანკ რიბერი, მანუელ ნოიერი, სადიო მანე და რა თქმა უნდა, რობერტ ლევანდოვსკი, რომელსაც პანდემია რომ არა, ბალონ დ'ორი 2020-ში უნდა მოეგო.
ნავსის გატეხვა, როგორც ალიანც არენას ბინადრებისთვის, ისე ზოგადად, ბუნდესლიგისთვის ინგლისის ნაკრების კაპიტანმა მოახერხა. შეგახსენებთ, ბაიერნის მე-9 ნომრის კონკურენტები იყვნენ ლეო მესი, კილიან მბაპე, როდრი ერნანდესი, ხვიჩა კვარაცხელია, ლამინ იამალი და მაიკლ ოლისე.











