ლოთარ მათეუსი ჰარი კეინის ოქროს ბურთს გამოეხმაურა. ლეგენდარულმა ნახევარმცველმა აღნიშნა, რომ დამსახურებულია ყველაფერი ის, რასაც ინგლისელმა ფორვარდმა მიაღწია. გერმანელმა ყოფილმა შუახაზელმა ხაზი გაუსვა მის ძველმოდურობასაც, რაც იგივე კილიან მბაპესა და ლამინ იამალს არ ახასიათებთ.
"კეინი არის ფეხბურთელი, ვინც ოქროს ბურთი ყველაზე მეტად დაიმსახურა. ის არის როგორც ბაიერნის, ისე ზოგადად, ფეხბურთის სახე, მოედანზე და მის გარეთაც. ფაქტი, რომ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე არის გერმანიის ჩემპიონატიდან, ლიგას დამატებით ავტორიტეტს მისცემს.
ინგლისელი თავდამსხმელის ქარიზმა განსხვავებულია მბაპესა და იამალისგან. ის უფრო როდრის ჰგავს - ორივე ძველმოდური და თავმდაბალია. მართალია, კილიანი და ლამინი იყვნენ ზედმეტად თავდაჯერებულები, მაგრამ ესეც ფეხბურთის ნაწილია", - განაცხადა მიუნხენელთა ყოფილმა შუახაზელმა.











