ცნობილი ფრანგი კომენტატორი და ანალიტიკოსივალიდ აჩერშური 2026 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოებას ეხმაურება.
ის გაოცებულია იმ ფაქტით, რომ კილიან მბაპემ ასეთი მაღალი ადგილი დაიკავა. მოგეხსენებათ, მბაპე მხოლოდ კეინს ჩამორჩა და მეორე პოზიციაზე გავიდა.
„მბაპეს ხვიჩა კვარაცხელიას მსგავსი სეზონი რომ ჰქონოდა, ის ოქროს ბურთს მოიგებდა, იგივეს ვიტყოდი დემბელეზე და იამალზე. მათი მსგავსი სეზონი რომ ჰქონოდა, ოქროს ბურთის მფლობელი მბაპე იქნებოდა.
გამოდის, რომ მხოლოდ მისი სახელი და მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგები აძლევს მას მეორე ადგილის დაკავების საშუალებას!?
მაშინ, როცა საუბარია 2025/2026 წლების სეზონზე, ოქროს ბურთის კრიტერიუმით, მაგალითად გუნდური ტიტულებით, მას ნული მიღწევა აქვს... ვერ ვხვდები, როგორ აღმოჩნდა რეიტინგში ასეთ მაღალ პოზიციაზე", - განაცხადა აჩერშურიმ.











