ინგლისის პრემიერ ლიგა 2-ში გამართული მატჩი ნიუკასლსა და სანდერლენდს შორის, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და მასპინძელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა.
მატჩის გმირი ნიუკასლის ახალგაზრდული გუნდის ქართველი შემტევი ვახო სალია გამოდგა, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა.
სალია სათადარიგოთა სკამზე იყო, მოედანზე 51-ე წუთზე შევიდა, 85-ე წუთზე კი სანდერლენდის კარი აიღო და ნიუკასლს 3 ქულა მოუტანა.
All three goals from our Under-21s’ Tyne-Wear derby victory 👊 https://t.co/twPrYW86ni
— Newcastle United (@NUFC) October 26, 2026











