დადასტურებულად - ადიდასი 2028/29 წლების სეზონიდან მილანის ტექნიკური სპონსორი გახდება. როგორც ცნობილი ხდება, მხარეებს შორის შეთანხმება სრულად მიღწეულია და თანამშრომლობა 10 წლის განმავლობაში გაგრძელდება.
კონტრაქტის მიხედვით, გერმანული კომპანია მილანს ყოველწლიურად €50 მილიონს გადაუხდის. ეს იტალიურ ფეხბურთში ტექნიკური სპონსორობის ისტორიაში ყველაზე მსხვილი შეთანხმება იქნება.
მილანსა და ადიდასს შორის ეს პირველი თანამშრომლობა არ იქნება. გერმანული კომპანია "როსონერის" ტექნიკური სპონსორი 1998-2018 წლებშიც იყო.
შეგახსენებთ, რომ პუმა მილანის ტექნიკური სპონსორია 2018 წლიდან, თუმცა თანამშრომლობა 2027/28 წლების სეზონის დასრულების შემდეგ შეწყდება. ამჟამინდელი შეთანხმებით, გერმანული ბრენდი როსონერის წელიწადში €30 მილიონს უხდის.











