გიგა ჭიკაძე აბუ დაბუში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ ვეტერან მებრძოლს ჩანიშნული აქვს ჭიდაობა ზაბიტ მაგომედშარიპოვთან RAF-ზე, 14 ნოემბერს.
"ძალიან სამწუხაროა, რომ ჩემი ძმა, მერაბი აქ არ იმყოფება. აბუ დაბიში რამდენიმე საათით ადრე რომ ჩამოვფრენილიყავი, ახლა მეც მის გვერდით ვიქნებოდი. ძალიან სამწუხაროა, როცა ხედავ, რომ ვიღაცა საქმის გასარჩევად ზურგიდან უტევს. ეს არ არის ის, რაც ჩვენ გვასწავლეს. ასე არ გავზრდილვართ და სპორტული ღირსების მაგალითი უნდა დავაწესოთ", - განაცხადა ქართველმა მებრძოლმა.
შეგახსენებთ, რომ RAF-ში ჭიდაობის წინ, მერაბ დვალიშვილი იღებდა პრომო ვიდეოს, რა დროსაც მას უკნიდან უსმან ნურმაგომედოვის გუნდი თავს დაესხა. დაღესტნელების მიზანი იყო ქართველ მებრძოლთან ფიზიკური დაპირისპირება, მაგრამ არა 1-1-ზე, არამედ ყოვლად უღირსი ქმედებებით, ზურგს უკან მოულოდნელი შეტევით რიცხვობრივ უმცირესობაში მყოფ სპორტსმენთან.














