ისლამ მახაჩევმა ნურმაგომედოვების გუნდის დაცვა სცადა. აბუ დაბიში მომხდარ ინციდენტში მან გაამართლა არა მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი, არამედ დაღესტნელები, რომლებიც რიცხვობრივ უპირატესობაში მყოფები ქართველებს უკნიდან მიეპარნენ.
"მათ, ვინც ახლა უსმანსა და ბიჭებს გმობს და შეურაცხყოფას აყენებს - რატომ დუმდით, როდესაც მერაბმა დაღესტნელ მებრძოლს დაარტყა და მის ღირსებას მიაყენა შეურაცხყოფა? კაცი მასთან ყოველგვარი ცუდი განზრახვის გარეშე, უბრალოდ დასალაპარაკებლად მივიდა. ის, რაც დღეს მოხდა, მერაბმა თავის სამშობლოში დაიწყო, როდესაც სტუმარს დაარტყა და დედა შეაგინა", - განაცხადა მახაჩევმა.
დაღესტნელების უღირსი საქციელი დაგმო არაერთმა MMA-ს მებრძოლმა, მათ შორის კონორ მაკგრეგორმა, ისრაელ ადესანიამ, შონ სტრიკლენდმა და სხვებმაც, მაგრამ არა ისლამმა, რომელმაც როგორც ვხედავთ, სუბიექტურობა გამოიჩინა.















