პიოტრ იანმა მერაბ დვალიშვილთან ბრძოლის შესახებ ისაუბრა. სუპერმსუბუქი დივიზიონის ჩემპიონმა აღნიშნა, რომ ბოლო დაპირისპირება არ ყოფილა მის კარიერაში ყველაზე რთული და არც ქართველი მებრძოლია ყველაზე რთული მოწინააღმდეგე.
"ტიტულის დაცვის შემდეგ არანაირი ემოციური დაცემა არ მაქვს. პირიქით, ამ მომენტით უნდა ვისიამოვნო – სხვა შესაძლებლობა შეიძლება აღარც იყოს. დვალიშვილთან ჩხუბი საერთო ჯამში ჩემი კონტროლით მიმდინარეობდა. მართალია, 1-ელ რაუნდებში ის მაკავებდა და თავის საქმეს აკეთებდა, მაგრამ რეალური ზიანი არ მოუყენებია.
რა თქმა უნდა, რისკი არსებობდა, თუმცა ბრძოლისთვის ეს ნორმალურია. აქ ყოველთვის შეიძლება დარტყმა გაატარო ან კონტროლი დაკარგო. ვერ ვიტყვი, რომ მერაბი ჩემს კარიერაში ყველაზე რთული მოწინააღმდეგეა. ის ძლიერი, გამძლე და ღირსეული მებრძოლია. სხვა ოპონენტებიც მყოლია და მსგავსი ჩხუბებიც მქონია.
ასეთი რთული ბრძოლები საკუთარ შესაძლებლობებს უკეთესად გიხსნის - ეს თვითგანვითარებაა, რაც ძალიან კარგია. დვალიშვილთან ჩვენს ტრილოგიაში საკმარისი უნარები შევიძინე, რაც ფანტასტიკურია.მე მერაბთან ვადამდე ადრე მოგებაზე არ ვიყავი ორიენტირებული", - განაცხადა რუსმა მებრძოლმა.










![[VIDEO] სანდრო მამუკელაშვილის სოლიდური პერფორმანსი და ლეიკერსის მორიგი გამარჯვება](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2F6LfHIWEhnVrUQs5joWopUYtvezWKb1GJ.png&w=3840&q=75)




