დღეს დილით NBA-ის მორიგი მატჩი ლოს ანჯელესში გაიმართა, სადაც ლეიკერსმა პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსს უმასპინძლა. მაყურებლებმა საოცრად დაძაბული და სანახაობრივი დაპირისპირება იხილეს, რომელშიც გამარჯვება სტუმარ გუნდს დარჩა, 129:136.
მატჩში მონაწილეობა მიიღო სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც პარკეტზე 24:01 წუთი გაატარა. ქართველმა ამ დროში 17 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა.
მატჩის MVP ლუკა დონჩიჩი გახდა, რომელმაც 41 ქულა ჩააგდო, 5 მოხსნა მიითვალა და 9 პასითაც გამოიჩინა თავი.
მატჩის მიმოხილვა
ლეიკერსი მომდევნო მატჩს ლოს ანჯელეს კლიპერსთან გამართავს. ეს შეხვედრა 29 ოქტომბერს, თბილისის დროით 06:30 საათზე დაიწყება.
![[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი პორტლენდთან და ლეიკერსის პირველი მარცხი ახალ სეზონში](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FeBXeM2d0ImenHcndQL7oFhtyZ0oNuhof.png&w=3840&q=75)










