დღეს გაიმართება ჩემპიონთა ლიგის ფიზის მეოთხე ტურის დარჩენილი ცხრა მატჩი. ყველაზე საინტერესო აფიშა აქვს მანჩესტერ სიტის ლაიპციგთან სტუმრობას. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული შეხვედრისგან.
ლაიპციგი VS მანჩესტერ სიტი | 23:55
ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეოთხე ტურის წინ, მანჩესტერ სიტის განვილი გზა ასეთია - მარცხი პარი სენ-ჟერმენთან და ორი გამარჯვება, პორტუსა და აეკთან. ლაიპციგი: 2 წაგება, რეალ მადრიდსა და კომოსთან, მოგება პსვ ეინდჰოვენთან. "ქალაქელები" დამარცხდნენ ინგლისის ჩემპიონატშიც, უკანასკნელ შეხვედრაში ბრაიტონთან და დღეს საქსონიაში ხასიათის გამოსწორებას ეცდებიან.
ეს იქნება არც ისე მარტივი, იმის გათვალისწინებით, რომ "წითელი ხარები" ბოლო პერიოდში არიან ბრწყინვალე ფორმაში - სამიდან სამი გამარჯვება. რაც შეეხება დანაკლისს, ეტიჰადის მკვიდრებს არ ეყოლებათ მხოლოდ ანტუან სემენიო, მარტინ დემიკელისის განკარგულებაში კი მაქსიმ ესტევე და ასან უედრაოგო არ იქნებიან.
ეს მატჩი განსაკუთრებული იქნება რედ ბულ არენას ბინადრების არგენტინელი მწვრთნელისთვის, ვინც საფეხბურთო კარიერის დროს 2010-იანი წლების შუა პერიოდში სიტიშიც თამაშობდა. ზოგადად კი ეს იქნება აღნიშნული კლუბების მე-7 შეხვედრა და რაც შეეხება წინა თამაშებს, 4-ჯერ მოიგო მანჩესტერულმა გუნდმა, ერთხელ - ლაიპციგმა, ერთი დუელიც ფრედ დასრულდა.
საქსონური გუნდი ერლინგ ჰოლანდის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მეტოქეა, რომლის კარშიც მან "ქალაქელების" მაისურით ექვსი გოლის გატანა შეძლო. ნორვეგიელი ფორვარდი "წითელ ხარებს" დღესაც შეუტევს და თავისი ისედაც შთამბეჭდავი სტატისტიკის გაუმჯობესებას ეცდება.
ჩემპიონთა ლიგის ოთხშაბათის მატჩის დღე
| ფენერბაჰჩე - ლივერპული | 21:45 |
| აეკი - რეალი | 21:45 |
| ლაიპციგი - მანჩესტერ სიტი | 23:55 |
| სლავია - არსენალი | 23:55 |
| დორტმუნდი - ბეტისი | 23:55 |
| პორტუ - ნაპოლი | 23:55 |
| ლანსი - კომო | 23:55 |
| პსვ - ბრიუგე | 23:55 |
| ვიკინგი - საბაჰი | 23:55 |











