ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეოთხე ტურის სამშაბათის მატჩის დღემ სენსაციების გარეშე ჩაიარა. ბაიერნ მიუნხენმა მადრიდში დაამარცხა ატლეტიკო, 2:0. წააგო პრიმერა დივიზიონის კიდევ ერთმა კლუბმა, ვილიარეალმა, რომელიც შინ პარი სენ-ჟერმენთან 0:6 განადგურდა. გიორგი მიქაუტაძე თამაშში 63-ე წუთიდან ჩაერთო.
გამოსარჩევია მანჩესტერ იუნაიტედის ქამბექი რომასთან - ჯერ იყო მარცხი ანგარიშით 0:2, თუმცა შემდეგ, მასპინძლებმა 58 - 86 წუთების შუალედში სტუმრების კარი 3-ჯერ აიღეს. სხვა შეხვედრები: ბარსელონამ შინ გაანადგურა ასტონ ვილა, ინტერმა სტუმრად კი ფეიენორდი. ორივე თამაში 3:0 დასრულდა.
| ატლეტიკო 0:2 ბაიერნი |
| მანჩესტერ იუნაიტედი 3:2 რომა |
| ბარსელონა 3:0 ასტონ ვილა |
| ვილიარეალი 0:6 პსჟ |
| ფეიენორდი 0:3 ინტერი |
| გალათასარაი 2:0 შტუტგარტი |
| ბოდო გლიმტი 0:0 ლილი |
| შახტარი 0:1 სპორტინგი |
| ლასკი 4:0 სლოვანი |











