რაფინიამ, ასტონ ვილას დამარცხების შემდეგ ფეხბურთზე საუბარი არ ისურვა და ყურადღება ტრაგიკულ შემთხვევაზე გაამახვილა.
ბარსელონას ბრაზილიელმა შემტევმა ხესუს დე მიგელის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა და აღნიშნა, რომ მომხდარმა მასზე ძალიან მძიმედ იმოქმედა.
"ბოდიშს გიხდით, მაგრამ დღეს საღამოს ფეხბურთზე საუბარი არ მსურს. რა თქმა უნდა, ეს გამარჯვება გულშემატკივრებს მინდა მივუძღვნა, თუმცა პირველ რიგში, მსურს ხესუს დე მიგელის ოჯახს თანადგომა გამოვუცხადო და ამ მძიმე წუთებში ძალა ვუსურვო."
"მშვიდად განისვენოს. საბოლოოდ, მსგავსი რამ ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს. სიმართლე ისაა, რომ ეს ძალიან მძიმეა. როდესაც დღეს დილით ეს ამბავი გავიგეთ, ძალიან გაგვიჭირდა. წარმოუდგენლად შეძრული და დამწუხრებული ვარ.საბოლოოდ, მოედანზე სათამაშოდ გადიხარ და იგივე შეიძლება შენც დაგემართოს. როგორც პირადად ჩემი, ისე მთელი კლუბის სახელით, მის ოჯახს უდიდეს თანადგომას ვუცხადებთ და გამძლეობას ვუსურვებთ" — რაფინია.











