ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე სენსაცია დაფიქსირდა - პორტუგალიის ნაკრები საკუთარ მოედანზე დანიასთან უშანსოდ, 1:4 დამარცხდა.
პორტუგალიელთა ამ მარცხს კრიშტიანო რონალდუს დედა გამოეხმაურა და ხორხე ხესუსი გააკრიტიკა.
"მარცხი სრულიად დამსახურებული იყო და ბედნიერი ვარ, რომ პორტუგალიამ წააგო. ვფიქრობ, ნაკრებში რონალდუს პატივს არც მწვრთნელი სცემს და არც მისი თანაგუნდელები, რადგან სათანადოდ არ გააცილეს, ჩვენ მას პატივს სპორტინგში ვცემთ და ისე გავაცილებთ როგორც ეკუთვნის", - განაცხადა რონალდუს დედამ.
მის ამ სიტყვებს პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხორხე ხესუსი გამოეხმაურა.
"ახლა კრიშტიანუ რონალდუს დედის სიტყვებს უნდა ვუპასუხო? დედა ხომ დედაა... ის ქალბატონი ჩემს პატივისცემას იმსახურებს. დედა დედად რჩება, ამას ვერაფერს უზამ. მესმის მისი ნათქვამი",- განაცხადა ხესუსმა.
მოგეხსენებათ, რონალდუს ნაკრებიდან წასვლის მთავარი მიზეზი სწორედ ხორხე ხესუსთან დაპირისპირება და აზრთა სხვადასხვაობაა.











