საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა შემოდგომის სანაკრებო ციკლი შვედეთთან მატჩით გახსნა და ანგარიშით - 3-2 დამარცხდა. ჩვენი ნაკრებიდან მატჩის პირველი გოლი მე-13 წუთზე ნოდარ ლომინაძემ ლაშა ოდიშარიას გადაცემის შემდეგ გაიტანა, ხოლო 51-ე წუთზე, ტაბლოზე დაფიქსირებული მეორე გოლი მეტოქის კურიოზული ავტოგოლი გახლდათ.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები C ჯგუფში: ნიდერლანდებთან, შვედეთთან, მოლდოვასთან, ჩრდილოეთ მაკედონიასა და გიბრალტართან ერთადაა. 9 მატჩის შემდეგ ჩვენს გუნდს 16 ქულა აქვს (5 მოგება/1 ფრე/3 მარცხი) და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილს იკავებს. საქართველოს ნაკრებთან გამარჯვებითა და ჯამური -17 ქულით, შვედეთი მე-2 პოზიციაზე გადავიდა, ხოლო პირველადგილოსან ნიდერლანდებს 27 ქულა აქვს.
15 ოქტომბერს, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები დასკვნით შეხვედრას საკუთარ კედლებში, ჩრდილოთ მაკედონიის წინააღმდეგ გამართავს, სადაც ყველაფერი უკვე ოფიციალურად გადაწყდება. მატჩი ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, 20:00 საათიდან შედგება.
აღნიშნულ დაპირისპირებაში საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება ესაჭიროება, ხოლო შვედეთმა ნიდერლანდების წინააღმდეგ დაგეგმილი მატჩი ვერ უნდა მოიგოს. აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდები ევროპის ჩემპიონატზე უკვე გავიდა და 9-მატჩიანი წაუგებელი სერიაც აქვს, ხოლო საქართველომ ჩრდილოთ მაკედონია პირველ მატჩში, სტუმრად საბა მამაცაშვილის ერთადერთი გოლით დაამარცხა.
2025 წლის ევროპის 21-წლამდე ნაკრებების ჩემპიონატზე, საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპიდან (მასპინძელი სლოვაკეთის გარდა) პირდაპირ მოხვდება 9 ჯგუფის გამარჯვებული ნაკრები და 3 საუკეთესო მეორეადგილოსანი, ხოლო დარჩენილი 6 მეორეადგილოსანი გუნდი ერთმანეთში, წყვილად 2-მატჩიან პლეიოფს ითამაშებს და ბოლო 3 საგზური სწორედ ამ გზით გადანაწილდება.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის:
მეკარეები: მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), ლევან თანდილაშვილი (თელავი).
მცველები: ირაკლი აზაროვი (დონეცკის შახტარი, უკრაინა), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი), საბა მამაცაშვილი (სირიუსი, შვედეთი), ზურაბ რუხაძე (დილა გორი), გიორგი მაისურაძე (ჟიტომირი, უკრაინა), ლადო ოდიშვილი (თელავი), ლუკა ლაცაბიძე (ოდესის ჩერნომორეცი, უკრაინა).
ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია), ოთარ მამაგეიშვილი (იბერია 1999), გიზი მამაგეიშვილი (იბერია 1999), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), ირაკლი იეგოიანი (ვიტესი, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), ნოდარ ლომინაძე (დილა გორი), თორნიკე მორჩილაძე (თელავი).
თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი (დინამო თბილისი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913), დავით გოცირიძე (დინამო თბილისი).
15 ოქტომბერს, 20:00 საათიდან, ქუთაისში დაგეგმილი საქართველოსა და ჩრდილოთ მაკედონიის 21-წლამდე ნაკრებების შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს, ხოლო მატჩის ბილეთები ხელმისაწვდომი Tkt.ge-ზეა.
შენიშვნა: მასალაში გამოყენებულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფოტო
18 წლის ლუკა გურჩიანი იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორისაა, რომლებმაც პროფესიულ ფეხბურთში მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა ადრეულ ასაკშივე შეძლეს. გაგრას აკადემიის აღზრდილი დღეს კლუბის ძირითადი გუნდის წევრია, ეროვნულ ლიგაში თამაშობს და უკვე საქართველოს ასაკობრივ ნაკრებშიც ჰქონდა დე…
პსჟ-ს ერთ-ერთი მთავარი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის შემდეგ, ლუის ენრიკე დილემის წინაშეა და გაუჩნდა საფიქრალი, თუ რა უნდა შეიცვალოს. სეზონის წინ, პსჟ-მ ორი შემტევი - გოდსი და აკლიუში დაიმატა, რითიც პარიზელთა შეტევის პოტენციალი გაიზარდა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ პსჟ-შ…
კონფერენს ლიგის ფაზის მეორე ტურის მატჩი იბერიასა და მიალბის შორის, ფრედ 1:1 დასრულდა. მატჩის შემდეგ კომენტარი იბერიას თავკაცმა ლევან კორღალიძემ გააკეთა. "გულდასაწყვეტი ფრეა, რადგან ბოლო წუთებამდე ვიგებდით. სამწუხაროა, რომ ეს უპირატესობა ვერ შევინარჩუნეთ. ერთადერთი დადებითი რამ, რ…
იბერია 1999-მა კონფერენს ლიგის მე-2 ტურში შვედურ მიალბისთან ფრედ, 1-1 ითამაშა. ქართული კლუბის მხრიდან გოლი პენალტით ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავამ გაიტანა, თუმცა მატჩის მიწურულს ტომ პეტერსენმა ანგარიში გაათანაბრა. იბერია 1-1 მიალბი გოლები:1-0, ჯინჯოლავა 55' (პენ.). 1-1, პეტერსენი 89'.
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა განათლების კურსების ყოფილი ხელმძღვანელი გაიოზ დარსაძე FIFA-ში უკვე ექვსი წელია მუშაობს. მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციაში დარსაძე გლობალური ფეხბურთის განვითარების ტექნიკური ექსპერტის პოზიციას იკა…
22 წლის შემდეგ პირველად - თბილისში ევროტურნირების მთავარი ეტაპის მატჩი გაიმართება, სადაც საქართველოს მოქმედი ჩემპიონი იბერია მიალბის უმასპინძლებს. სამწუხაროდ, იბერიამ კონფერენს ლიგაზე ასპარეზობა წარუმატებლად დაიწყო და სტ.ტრუიდენთან 2:0 დამარცხდნენ. მიალბიმ კი ანდორის წარმომადგენე…
დადასტურებულად — პარი სენ-ჟერმენი და ხვიჩა კვარაცხელია ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ძალიან ახლოს არიან! როგორც ცნობილი ხდება, პარიზული კლუბი ქართველ ფეხბურთელს ახალ 5-წლიან ხელშეკრულებას სთავაზობს, რომლის მიხედვითაც კვარაცხელია კლუბის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთ…